MCPNew: Mokaru MCP server is live
Tbcbank

Tbcbank

მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესის ფინანსური განყოფილება

Company

Tbcbank

Role

მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესის ფინანსური განყოფილება

Job type

Full-time

Found on Mokaru

17 hours ago

Share this job

Salary

Not disclosed by employer

Job description

კორპორატიული ბიზნესის მიმართულებით ბიუჯეტის მომზადება, ფინანსური მართვის დაგეგმვა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი

  • CB მიმართულების ბიუჯეტის მომზადება კლიენტების შესაბამისი სეგმენტაციისა და პროდუქტების ჭრილში.
  • წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება
  • გუნდების მიხედვით შედეგების დათვლა და ანალიზი. ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების ანალიზი
  • ფინანსური და ფუნქციონალური გეგმების შესრულების მონიტორინგი.

 

საფასო პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი

  • ბანკის ფინანსურ დეპარტამენტთან და კორპორატიული ბიზნესის გუნდთან ერთად სასესხო პროდუქტებზე საფასო პოლიტიკის შემუშავება, თითოეული სეგმენტისთვის ფასების დადგენა ვალუტების ჭრილში და შემდგომი მონიტორინგი.

 

მენეჯერული რეპორტების მომზადება და რეპორტინგის სისტემების/პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;

  • შიდა, ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური მენეჯერული რეპორტების მომზადება სეგმენტებისა და პრუქტების ჭრილში
  • საჭიროებისამებრ, შიდა მოხმარებისა და კლიენტებისთვის  რეპორტებისა და კორპორატიული საბანკო  ბიზნესის პრეზენტაციების მომზადება;
  • განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა;
  • რეპორტინგის სისტემების/პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, განვითარება, დახვეწა, გამართვა და ბიზნესის საჭიროებებთან და საერთაშორისო best practice-ებთან  შესაბამისობაში მოყვანა;
  • მონაცემთა ხელმისაწვდომობის და გამართულობის უზრუნველყოფა, რეპორტების ავტომატიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების და/ან სხვა ფინანსურ სფეროში;
  • საბანკო პროდუქტების, სერვისების,  პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • Excel, PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სასურველია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის BI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

  •  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფეტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამბედაობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციების ჩატარების უნარ-ჩვევები;

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Resume ExampleCover Letter Example

Explore more