Cellfiemobile

Cellfiemobile

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

Role

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

Job type

Full-time

Posted

7 hours ago

Share this job

Salary

Not disclosed by employer

Job description

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის როლზე.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი (ორშაბათი - პარასკევი, შაბათი და კვირა დასვენება)

ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი

დაზღვევა, სატელეფონო ლიმტი, როუმინგი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და სელფი მობაილის ქსელში ჩართვა

** კორპორატიული განყოფილების  დამტკიცებული გეგმის შესრულება

** არსებული სააბონენტო ბაზის განვითარება

** ანგარიშგების წარმოება

** არსებული აბონენტების მომსახურება

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

**გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, ასევე შეგიძლია ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა)

** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint)

** უმაღლესი განათლება

** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი

** ანგარიშების მომზადების და საქმიანი კორესპონდენციის წარმართვის უნარი

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი, 2026

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 

ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 

•    პასუხისმგებლობას (Ownership)

•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 

•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 

•    დასახო ამბიციური მიზნები

•    თამამად გამოხატო შენი აზრი

•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი

•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:

•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა

•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"

•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა

•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია

•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

 

 

Resume ExampleCover Letter Example

Explore more