MCPNew: Mokaru MCP server is live
Cellfiemobile

Cellfiemobile

Analytics Engineer

Role

Analytics Engineer

Job type

Full-time

Found on Mokaru

1 week ago

Share this job

Salary

Not disclosed by employer

Job description

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Analytics Engineer - ის როლზე. თუ გიყვარს მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირება, ბიზნესისთვის ღირებული დაკვირვებების პოვნა და გსურს გავლენა მოახდინო ციფრული პროდუქტების განვითარებაზე, ეს პოზიცია შენთვისაა.

ამ როლში შენ:

  • იმუშავებ მონაცემთა ბაზებთან – უზრუნველყოფ საჭირო მონაცემთა შეგროვებას, ხარისხის მონიტორინგს, მათ ეფექტურ დამუშავებას და ანალიზისთვის მომზადებას.
  • გააანალიზებ ციფრული პროდუქტების მონაცემებს – ბიზნესთან ერთად დანერგავ  ანალიტიკურ ხელსაწყოებს, მონაცემებზე დაყრდნობით იპოვი პროდუქტის ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
  • შეისწავლი მომხმარებლის ქცევას – ციფრული გზის ფარგლებში (onboarding, activation, conversion) დაადგენ, სად არის მომხმარებლის დაკარგვის ან ზრდის პოტენციალი.
  • ითანამშრომლებ ბიზნეს სტეიქჰოლდერებთან – დაეხმარები პროდუქტის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის გუნდებს ბიზნეს ამოცანების მონაცემთა ჭრილში დანახვასა და გადაჭრაში.
  • გამოიყენებ ხელოვნურ ინტელექტს სამუშაოს ეფექტიანობისთვის, ყოველდღიური პროცესების გასაუმჯობესებლად და ანალიტიკური საქმიანობისთვის.
  • განსაზღვრავ და მონიტორინგს გაუწევ პროდუქტის მთავარ KPI-ებს (DAU, MAU, retention, churn).
  • შექმნი ავტომატურ რეპორტებს Power BI-ში, რომლებიც გუნდს დაეხმარება სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (Analytics Engineering, Data/Product Analytics ან დაკავშირებული მიმართულება).
  • SQL-ის ძლიერი პრაქტიკული ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
  • მონაცემთა მომზადების (Data Wrangling) გამოცდილება – რთული, დაუმუშავებელი მონაცემების სტრუქტურირებისა და გაწმენდის უნარი.
  • Power BI-თან (ან მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვა წამყვან ინსტრუმენტებთან) მუშაობის  გამოცდილება.
  • ბიზნეს სტეიქჰოლდერებთან მუშაობის გამოცდილება – ტექნიკური ენის ბიზნეს ენაზე „თარგმნისა“ და მოთხოვნების ანალიტიკურ ამოცანებად გარდაქმნისა და კომუნიკაციის უნარი.
  • ციფრული პროდუქტების მეტრიკების ცოდნა (funnels, retention, cohorts, conversion).
  • პროაქტიულობა და ანალიტიკური აზროვნება – არ ელოდები მხოლოდ მზა ინსტრუქციებს, თავად სვამ კითხვას „რატომ?“ და ეძებ პასუხებს.

დამატებითი უპირატესობა იქნება:

  • Python-ის გამოყენებით მონაცემების ანალიზისა და მანიპულაციის გამოცდილება.
  • Big Data (დიდი მოცულობის მონაცემებთან) მუშაობის პრაქტიკა.
  • A/B ტესტირების დაგეგმვისა და ანალიზის გამოცდილება.
  • ტელეკომუნიკაციის ან subscription-based პროდუქტების ანალიტიკის გამოცდილება.

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2026.

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. 

ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

 

 

Resume ExampleCover Letter Example

Explore more